იუსტიციის სამინისტროში, ქართულ და თურქულ მხარეს შორის, ტრეფიკინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა
09-02-2016, 07:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამთავრობოთაშორისი შეხვედრა, საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, ღონისძიების თემა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
"შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, გახსნა. ქართულმა მხარემ სტუმრებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო, რომლის მთავარი მიმართულებები დანაშაულის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და პროაქტიული გამოძიებაა.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვის კომპონენტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, ტრეფიკინგთან ბრძოლის კონტექსტში ქართულ-თურქული თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

 


იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი