საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ისარგებლებენ
09-02-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 


მათი ცნობით, მემორანდუმის თანახმად, სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საჯარო დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში 50-დან 80-მდე ტოტალური უსინათლო პირი ისარგლებლებს. პროექტი „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა/ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლით მომსახურება“, თბილისის მერიამ 14 850 ლარით დააფინანსა.

 


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი.

 


გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ტოტალურად უსინათლო ადამიანებისთვის, ვინც ვერ სარგებლობს სახელმწიფო სერვისებით, რადგან თბილისის მერიამ 2016 წელს გააგრძელა უსინათლოების გამცილებელ-ასისტენტით უზრუნველყოფის პროექტი.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შშმ პირისთვის იქმნებოდეს თანაბარი გარემო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობას, არამედ შესაბამისი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რაც შესაძლებელს გახდის ყველა კატეგორიის შშმ პირის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას ჩვენს ქალაქში. ეს პროგრამა შარშან დაიწყო, წელს უფრო გაფართოვდა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 


შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 290 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, მთელი წლის განმავლობაში, შშმ პირთა სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი