აჭარაში ე.წ ღორის გრიპით 66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
09-02-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარაში ე.წ ღორის გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 66 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დღეს ლეტალური შედეგი დადგა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

 


"გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 305-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 127 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 13 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 72 ნიმუში, მათ შორის 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1პ. 5 პაციენტი გარდაიცვალა, 40 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა", - აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი