ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს ვოლშის შეხვდა
09-02-2016, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს ვოლშის შეხვდა.

 


მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ.

 


შეხვედრაზე საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში რეფორმებისა და განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს პროკურატურის ინსტიტუციური განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებები. საუბარი შეეხო პროკურატურის თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების კუთხით გადამზადების აუცილებლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 


მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჯეიმს ვოლშის მადლობა გადაუხადა პროკურატურის თანამშრომლების გადამზადების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. მხარებმა შეხვედრის დასასრულს საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი