აა(ი)პ „თბილისის განვითარების ფონდი“-ს მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით 9 თებერვლიდან დაიკეტა აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. ავტობუსები, რომლებიც გადიან მოცემულ მონაკვეთს, იმოძრავებენ შემდეგი სქემით:
ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. - გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი.
ავტობუსი №23 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით : გიორგი მაზნიაშვილის ქ. - ივანე ჯავახიშვილის ქ. - მოსე გოგიბერიძის ქ. - ზაარბრიუკენის მოედანი.
ავტობუსი №59 და №91 ხეთაგუროვის ქუჩიდან გაივლიან შემდეგი მიმართულებით: მოსე გოგიბერიძის ქ. - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი. უკუ მიმართულებით: ჭოროხის ქ. - დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) - ზაარბრიუკენის მოედანი.
ავტობუსი № 95 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭოროხის ქ. - დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) - ზაარბრიუკენის მოედანი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.