საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულის, ევა ბერგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საელჩოს საკოორდინაციო ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ზვიად გონაძემ ევა ბერგერის მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და მეგობრებს ავსტრიასა და საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.