"ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევა საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის გახდება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ მედიაგარემოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.
პრემიერმა საქართველო-ევროკავშირის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის უწყვეტი დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და გადაწყვეტილი აქვს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა.
„ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი ერთობლივი წამოწყებების წარმატების უმთავრესი წინაპირობებია. საქართველო დღესაც დგას გამოწვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული შედეგების წინაშე, რომლებიც რუსეთის მხრიდან ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ მოიტანა.
ამ მხრივ, ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.