საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ლითანიშვილმა გორი-ქარელის გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი, რომელიც სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება მოიცავს: გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას; რკინაბეტონის კიუვეტებისა და გაბიონების ქვედა საყრდენი კედლების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას; წყალგამტარი მილებისა და ბეტონის ღარების შეკეთებას. ასევე, გზის შემოფარგვლასა და ჰორიზონტალურ მონიშვნას.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთის 2 კმ-ზე უკვე დასრულებულია სამუშაოები და გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა დარჩენილ 4 კილომეტრზე მიმდინარეობს.
აღნიშნული მონაკვეთი ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე: ღვლებზე, ქვენაფლავსა და რიეთზე გადის, სადაც ასფალტ–ბეტონის საფარიანი გზა არასდროს ყოფილა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 მილიონ 744 ათასი ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.