საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ადამიანის მიერ საქმისადმი განწყობაზე ისაუბრა.
პატრიარქის თქმით ადამიანი წინასწარ უნდა განეწყოს იმ საქმისთვის რომელსაც აკეთებს და კარგად გაიაზროს რამდენად საჭიროა მისი საქმე, ან ესა თუ ის მშენებლობა და რამდენად გამოადგება ის მომავალ თაობებს.
უწმინდესის თქმით, სწორედ ამაზე დაუფიქრებლობის შედეგია, რომ ქვეყანაში არაერთი აშენებული ინგრევა.
"ჩვენ რომ მეცნიერება დავკარგოთ და დავივიწყოთ, ეს ქართველი ხალხის დაღუპვას ნიშნავს. ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, რომ ქართველი ადამიანი ფულისა და ჭამა-სმის მოყვარულად დარჩეს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ვაშენებთ და მერე ეს შენობა ასაღები ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვერ გავიაზრეთ საჭირო იყო თუ არა ეს საქართველოსთვის. აი ამიტომ უნდა განეწყოს ადამიანი, ამა თუ იმ საქმისთვის და ანალიტიკური აზროვნება უნდა გამოიყენოს, რომ საქმის შედეგები და საჭიროება წინასწარ განსაზღვროს"- ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.