წლებია უკვე, რაც კონკრეტული დასავლური პოლიტიკური წრეები ("ქორები") ზუსტად ასე, როგორც დღეს უკრაინას (ამასწინათ, მართებულად მიუთითა ჩეხეთის ექს-პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა: "ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგო"!), რუსეთის წინააღმდეგ პროვოცირების თვალსაზრისით იყენებდნენ საქართველოს, რამაც ზენიტს მიაღწია მათი რეზიდენტის "პრეზიდენტ" სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რაც დასრულდა საქართველო-რუსეთის დღენახევრიანი "ომით" და საქართველოს ტერიტორიის 20% - ის "ჩამოჭრით"! თავის მხრივ, რუსეთმაც, რომელსაც საბჭოური ნოსტალგია "ტანჯავს", ვერაფერი რიგიანი და მისაღები ურთიერთობა "ვერ, ან არ შესთავაზა" ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, გარდა ეკონომიკური ზეწოლის და ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირების, რაც სეპარატისტული განწყობების მხარდაჭერაში გამოიხატებოდა, რითაც საბაბს აძლევდა დასავლეთის აღნიშნულ წრეებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური რეჟიმები შეექმნათ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
დასავლეთის ამ აგრესიული ("ომის პარტია"!) და გავლენიანი წრეების მიზანი იყო და არის ის, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტების გზით მოახდინონ რუსეთის სახელმწიფოებრივი რღვევა, რუსეთის შიგნით საპროტესტო მუხტის შექმნა ("დემოკრატიის და თავისუფლებების" მოთხოვნა, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ!) და "აგორება", რომელიც უნდა გამოიწვიოს ამ კონფლიქტების შედეგად მიღებულმა დანაკარგებმა - ადამიანების მსხვერპლიდან დაწყებული, ეკონომიკური მაჩვენებლების და ცხოვრების დონის დაქვეითებით დამთავრებული! მაგრამ, მათი აზრით, საქართველო და ქართველები "პატარა ქვეყანა" და "არამამაცი" ხალხი გამოდგა, თორემ ამ ომის დამგეგმავების მიზანი იყო ის, რომ მიუხედავად საქართველოს 'სიმცირისა", ქართველები მინიმუმ 1-2 თვე "გაძლებდნენ და იომებდნენ", ამასობაში კი, ჩრდილოეთ კავკასიაში "ბოევიკების" მიერ დაიწყებოდა რუსულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმები და "ახალი კავკასიური ომიც გამოცხვებოდა", პრინციპით - ყველა კავკასიელი რუსების წინააღმდეგ, რაც "მეომარი ქართველების" ინტერესშიც ჯდებოდა, რადგანაც წარმატების შემთხვევაში ჩრდილოკავკასიელები თავის ძველ "შეცდომას" გამოასწორებდნენ, როცა აფხაზეთში ქართველებს ებრძოდნენ რუსებთან ერთად! ეს "გეგმა" საქართველოსთვის კატასტროფულად დასრულდა!.. "განაწყენებულმა ქორებმა" კი, როგორც "არამამაც და ქვეშაფსია" ხალხს (იყო, მათი ასეთი შეფასებები), რომელმაც 3 დღეც ვერ გაუძლო რუსულ სამხედრო მანქანას, - "პადგუზნიკები" გამოგვიგზავნა სამხედრო გემით!.. რაც დამართეს საქართველოს, მათ სინდისზე იყოს, თუკი აქვთ იგი...
მოკლედ, დღეს მათ, უკრაინის სახით უფრო დიდი "ღლავი" შეარჩიეს რუსული დათვის "მოსათვინიერებლად", ისინი არ ღალატობენ საკუთარ ხელწერას, ლამობენ რა, - "დემოკრატიის საბურველში გახვეულებმა" ("დემოკრატია არა, კვახი") სხვა ხალხების "ხელით და სისხლით" მიაღწიონ დასახულ მიზნებს, - უკიდეგანო რუსეთის უსაზღვრო წიაღისეულ სიმდიდრეებს!.. აი, ეს არის მათი სანუკვარი ოცნება - რუსული "მენდელეევის ტაბულის" ხელში ჩაგდება!.. მეცოდებიან უკრაინელები, მათი და უკრაინის ერთიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სწორედ ახლა დგას ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც ამ "ქორების, ომის პარტიის, ბებერი და გაუმაძღარი ვამპირების" უნებლიე შემსრულებლად გადაიქცნენ!.. ღმერთმა მისცეს გონი და ძალა ყველას, ვისაც ამ "სისხლისფერი გეოპოლიტიკური კონცეფციების" თავიდან აცილება და შეჩერება შეუძლია!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.