ირანის ელჩი: მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და განიხილება ირანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების რამდენიმე მარშრუტის ვარიანტი
10-02-2016, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, აბას თალები ფარის განცხადებით, ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ევროპაში ტრანზიტისთვის. ამის შესახებ ირანის ელჩმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში ისაუბრა.


"უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ირანისთვის გაზის თემა ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და არც რომელიმე ქვეყანასთან შევდივართ კონკურენციაში. მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და ლოგიკურია, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს ეძებდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ირანი მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს ენერგეტიკულ სფეროში და მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორ შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის ევროპაში, რაც თქვენს ქვეყანას კიდევ დამატებით შემოსავალს მოუტანს", - განაცხადა ელჩმა.


ელჩის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები და განიხილება რამდენიმე მარშრუტის ვარიანტი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს საქართველომ გაზი ირანისგან. "ერთ-ერთ ვარიანტად აზერბაიჯანიც განიხილება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს თავისი ტერიტორიის გავლით მიაწოდოს ირანული გაზი საქართველოს. სომხეთიც აგრეთვე გამოთქვამს მზადყოფნას, რათა გამოყენებული იქნას არსებული შესაძლებლობები. ასევე მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის გაცვლის თემაზეც - ირანი მიიღებს საქართველოსგან ელექტროენერგიას, როდესაც ჩვენ ამაზე მოთხოვნილება გვექნება და პირიქით, როდესაც საქართველოს დასჭირდება დამატებითი მოცულობა. ამ თემაზე კონკრეტული საუბარი შედგება თეირანში, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ირანში ვიზიტის დროს," განაცხადა ირანის ელჩმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი