ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვი პანკისთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში აცხადებს.
"რამდენიმე კვირით ადრე ჟურნალისტებთან ერთად ვერტმფრენებით ჩავფრიდით, რომ ხეობის დათვალერების საშუალება ჰქონოდათ. მედიის წარმომადგებლები სოფელ-სოფელ ვატარეთ, მითითებები არ მიგვიცია, მუშაობისთვის სრული თავისუფლება მივეცით. ყველამ ნახა, რომ იქ მსგავსი არაფერი ხდება. ადამიანები იქაც გზაზე, სკოლის აღდგენაზე ლაპარაკობენ. ვნახეთ, გოგოები, რომლებსაც თექის საამქრო აქვთ. ვითარების დემონსტრირება მანამ მოვახდინეთ, სანამ აპოკალიფსს დახატავდნენ, თითქოს პანკისში ISIS-ის საწვრთნელი ბანაკებია. არ ვაპირებთ, ვინმეს რამე ვუმტკიცოთ, არც თავისმართლების პოზაში ვდებით, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოსახლეობა იყოს მშვიდად. მარტივი პასუხი გვაქვს - აგერ არის პანკისის ხეობა, ვისაც აინტერესებს, თავად ნახოს, რა ხდება იქ. ზოგადად, განიარაღების საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობა, ინფორმაციის მიწოდებაა," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ.
მისივე განმარტებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.