თბილისის საქალაქო სასამართლომ "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, სასამართლომ გადაბაძეს უარი უთხრა არხის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იმ ოქმის მოქმედების დღესვე შეჩერებაზე, რომლითაც "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, თუმცა მის სასარჩელო მოთხოვნას მომავალში განიხილავს.
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცოტა ხანში მედიასთან განმარტებას "მაესტროს" 25 %-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.