გორში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა. ცნობილია, რომ მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც მისი ყოფილი მეუღლე მეორედ გათხოვდა და ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.
ისრაელში მათი ერთ-ერთი შვილი, 25 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც გუშინ გვიან ღამით, გორში ჩამოასვენეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუა ხნის ქალბატონმა ისრაელიდან ცხედარი ჩამოასვენა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალენენ.
შსს-ს ცნობით,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.