გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა
10-02-2016, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი რიზარდ ცარენსკი და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს, საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

 

 

"საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ.

 

 

ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ასევე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

 

 

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და "საქართველოში კონსერვატიული პარტიის" ლიდერები დაესწრნენ" - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი