სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობა უახლოეს დღეებში თხილის ტექნიკურ რეგლამენტს დაამტკიცებს. განცხადება აღნიშნულის თაობაზე მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
"პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ ზოგადად, ბირჟებზე არის კლების ტენდენცია. მეორე - წელს ხარისხი არ არის შესაბამისი. მესამე - არსებობს სპეკულაციური საფუძველიანი ეჭვები, რომ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მოცემულობები და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ დარწმუნებულები თითოეული კილოგრამი თხილის ხარისხში, რომელიც ქვეყნიდან გადის. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროში შემოვიდა რამდენიმე წერილი. ჩვენ ამაზე მანამ გვქონდა რეაგირება, ვიდრე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. ჯერ კიდევ გასულ წელს სამინისტრომ თხილის რეგლამენტი შეიმუშავა, რომელიც უახლოს დღეებში მთავრობაზე დამტკიცდება და შემდეგ ეს პრობლემა დღის წესრიგში ამ კუთხით აღარ იქნება, თუმცა არის სხვა მიმართულებები, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, ქართული თხილის პოპულარიზაციას და იმიჯის დამკვიდრებას იმიტომ, რომ ჩვენს ხარისხიანს თხილს მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს როგორც ქართულ თხილს.
ძალიან ბევრი რეგლამენტის დანერგვა მოგვიწია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა თხილი, რადგან ექსპორტში სოფლის მეურნეობის კუთხით მას ლიდერის პოზიცია აქვს. ამიტომ ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ. ჩვენ ველოდით, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა გაიზრდებოდა განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ, რომელსაც ჩვენ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ. სახელმწიფოს მხრიდან ის დავალებები, რაც შესასრულებელი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს შევასრულეთ და შესაბამისად, დავამტკიცებთ ამ რეგლამენტს", - განაცხადა დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.