დავით ზალკალიანმა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანტონიო ენრიკო ბარტოლი მიიღო
10-02-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანტონიო ენრიკო ბარტოლი მიიღო.

 

 

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთასამინისტროს ავრცელებს.

 

 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

 

 

"მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ამ მიმართულებით იტალიური მხარის ძალისხმევისათვის.

 

 

ენრიკო ბარტოლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი