მურუსიძე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზად ახვლედიანის 29 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ასახელებს
10-02-2016, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიზეზად ახვლედიანის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

 

 

ამის შესახებ ნათქვამია ლევან მურუსიძის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაში, რომელიც მამუკა ახვლედიანისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას შეეხება.

 


აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის დადგენილება გახდა.

 

 

"მამუკა ახვლედიანმა საჯაროდ გამოხატა უარყოფითი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ეჭქვეშ დააყენა ზოგადად იმ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, რომელთა თანამდებობებზე გამწესება ან დაწინაურებაც განხორციელდა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

 

ეს ეწინააღმდეგა საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-3, მე-4, მე-6, მე-15 მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული კი შესაძლოა მიუთითებდეს მოსამართლის მხრიდან სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევისა და მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას", - ნათქვამია მურუსიძის გადაწყვეტილებაში.

 

 

ლევან მურუსიძის გადაწყვეტილება თავად მამუკა ახვლედიანმა გაასაჯაროა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი