კახა კალაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით
10-02-2016, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა. მინისტრი ამ განცხადებით თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი ზრდას გამოეხმაურა.

 


როგორც კალაძემ განმარტა, ეს არის 2008-2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

 


"ეს გაკეთდა მიზანმიმართულად წინა ხელისუფლების დროს, რომ წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ "სოკარს" და სახელმწიფოს ეწარმოებინათ სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დერეგულირებული სეგმენტი.

 

 

ასევე მუხიანის დასახლებაში არის 2 ლიცენზიანტი კომპანია და აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორე ნაწილს უფრო მაღალი. მე ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები და არა განსხვავებული", -განაცხადა კალაძემ.

 

 

თელავში ბუნებრივი აირის მომხმარებელ აბონენტებს პირველი აპრილიდან გაზის ტარიფი უძვირდებათ. აბონენტები 1 კუბურ მეტრზე 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრს გადაიხდიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი