საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე I მსუბუქ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადაში არსებულ სიტუაციასა და და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო გარემოს გაეცნო.
„მინდა შემოვიარო ბრიგადები და ადგილზე გავეცნო საბრძოლო მომზადების მდგომარეობასა და არსებულ პრობლემებს. ამჟამად ვიმყოფები პირველ მსუბუქ ქვეით ბრიგადაში. ეს ის ბრიგადაა, რომელშიც ჩამოყალიბებულია ნატოს სწრაფი რეაგირების დანაყოფი. შენაერთის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დგას და ის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აკონტროლებს. თითოეული მებრძოლის მოტივაცია და მზადყოფნა ძალიან მაღალია. შენაერთი კვალიფიცირებული ოფიცრებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც მაქსიმალურად შევეცდებით“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებს გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლის. მონიტორინგი საქართველოში არსებულ ყველა ბაზაზე ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.