ენმ პრემიერს მოუწოდებს კახეთისა და გურიის გუბერნატორები თანამდებობიდან გადააყენოს
10-02-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და სთხოვს უფლებამოსილება შეუჩეროს კახეთისა და გურიის გუბერნატორებს. ამასთან, დაისვას მათი მათ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

 


„კახეთის გუბერნატორი, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ახლობელი იყო, საგმირო საქმეებში რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 21-ე საუკუნეში ბატონ-ყმობის ახალი ფორმები დაამკვიდრა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთელი აპარატი მის ოჯახზე მუშაობს. გამოვლინდა ფაქტი, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამუშაო საათების დროს შიოლაშვილის მამის მამულში შრომობდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და პირი გარდაიცვალა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაწყოს ძიება, თუ რატომ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნისთვის გამოყენება.

 

 

რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, სწორედ ის უწევდა ორგანიზებას ფოთში, წამების კადრების სკოლის მოსაწავლეებისთვის ჩვენებას. ჩვენ ამის შესახებ პრემიერს ინფორმაიცა მივაწოდეთ, როცა მთავრობას ამტკიცებდნენ, რაზეც გვიპასუხა რომ შეიწავლიდა ამ ფაქტს და თუ დადასტურდებოდა შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა გია სალუქვაძე ისევ რჩება პოზიციაზე. ასეთი სამარცხვინო გუბერნატორიების არსებობის პირობებებში მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სურს თუ არა ასეთი პირების გუნდში ყოლა.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი