ეროვნული გვარდიის სკოლა მარტში ოფიციალურად გაიხსნება. სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ბაზალეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ეროვნული გვარდიის სარდალთან, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სკოლაში მიმდინარე მშენებლობა პირადად დაათვალიერა. სკოლის ხელმძღვანელობამ გენერალური შტაბის უფროსს მოსამზადებელი სამუშაოები გააცნო და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„დავათვალიერეთ ჩვენი დანიელი პარტნიორების დახმარებით აშენებული შენობები, სადაც განთავსდება გვარდიის რეზერვის მომავალი სკოლა. აღსანიშნავია, რომ ეს მაღალხარისხიანი და კარგად მოწყობილი შენობები ქართული ფირმის მიერ არის აშენებული. ქვეყნის რეზერვის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მომზადება და სწავლებები, სწორედ, ამ სკოლაში განხორციელდება“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ეროვნული გვარდიის სკოლა გვარდიის უმცროს მეთაურებს მოამზადებს. ცენტრში შეიარაღებული ძალებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელებისთვის კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებებისთვის საჭირო სწავლებებიც გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.