საქართველოს დასავლური ორიენტაციიდან არასდროს გადაუხვევია, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ჯეიმს კლაპერის მოსაზრებას საქართველოს მიერ სტრატეგიული დასავლური ორიენტაციის შეცვლის შესახებ.
"არასოდეს, არც ერთ ევროპულ სტრუქტურას და ჩვენს არც ერთ ევროპელ მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ გადაუხვია გზას. საქართველოს ყველა ჩვენი ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორი, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ აძლევს ძალიან ღია და მკაფიო, მაღალ შეფასებას, რეფორმებს უჭერს მხრს და არავის ამ მხრივ კითხვები არ უჩნდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.