"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაბაძემ იუსტიციის სახლში განუცხადა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრმა მას 30-დღიანი ვადა მისცა.
"რეესტრმა მომცა 30-დღიანი ვადა. ვსარგებლობ 30-დღიანი ვადით კანონის ფარგლებში და ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვი, ანუ მოვიპოვო სამართალი. გაფიცვა შევწყვიტე, რადგან ახლა მჭირდება გაორმაგებული ძალები, ვინაიდან ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას. ამ 30 დღის ვადაში უნდა გაირკვეს რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს დაარეგისტრირებს თუ მე.
სასამართლოს მივმართე იმიტომ, რომ პარტნიორთა კრების ოქმი არის უკანონო და ვაპროტესტებ ამას. წარვადგინე განცხადება, რომ გავასაჩივრე სასამართლოში და ამის საქმის კურსში ჩავაყენე რეესტრი", - განაცხადა გადაბაძემ.
მისივე თქმით, 19 თებერვალს "მაესტროს" კრედიტორთა კრება გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.