ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინათ მასმედიით ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღნიშნულ ჭორს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ავრცელებენ.
"ამ ჭორებს ავრცელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას. ის საქართველოდან არ წასულა მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო სახიფათო - ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, საუბარი და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოს დატოვებას, მე მგონი, ძალიან გადაჭარბებული და დიდი სისულელეა. ამას ავრცელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა რეიტინგი დაახლოებით 7 პროცენტია. სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ 7 პროცენტამდე დაეცა მათი რეიტინგი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.