სახელმწიფოს ხელშეწყობით სამეგრელოში კიდევ ერთი თხილის საწარმო ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ, ზუგდიდში ახლადაშენებული თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნათინვესტი“ დაათავლიერეს და საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნენ.
საწარმოს დირექტორის თქმით, „ნათინვესტში“ 50 ადამიანია დასაქმებული. საწარმო უზრუნველყოფს დამტვრეული, დაკალიბრებული და გამშრალი თხილის წარმოებას.“ნათინვესტი“ წლიურად გეგმავს 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას. პროდუქცია გადის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში. „ნათინვესტი“ ზუგდიდში მდებარეობს.
საწარმოში 430 000 მილიონამდე აშშ დოლარის სრული ინვესტიცია განხორციელდა. აქედან გრანტი 172 000 აშშ დოლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 215 000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ექსპლოატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.