გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა
10-02-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას კვირიკაშვილმა და კანიეტემ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებასა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრეს.

 

 

"პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორის სურვილია, შექმნას რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკული ბაზარი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის წარმოებისკენ მიმართულ პროექტებს, რომელთა მიზანია, საქართველო, მწვანე ენერგიის წარმოების მხრივ, რეგიონული ლიდერი გახდეს. პრემიერმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამჟამად 114 ასეთი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 6.4 მილიარდი დოლარია.

 


პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქარის ელექტროსადგურის პირველი საპილოტე პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად შიდა ქართლში ახორციელებს და რომლის დასრულება 2016 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთის გაზის დერეფნისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის მნიშვნელობაზე, რომელიც „შაჰდენიზის“ პროექტის ნაწილია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს" - ნათქვამია ადმინასტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი