ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესთან და პრემიერ-მინისტრ ტაავი როივასთან.
ქართული საგარეო უწყების ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები წარმოადგენდა, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილების დროულად/შეუფერხებლად მიღების საკითხზე. ფართოდ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, მხარეებმა განიხილეს გლობალური გამოწვევებთან დაკავშირებული თემატიკა, საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. უაღრესად წარმატებულად შეფასდა თანამშრომლობის არსებული დინამიკა და გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული/აქტუალური მიმართულებები ისეთ დარგებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება.
ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს რეფორმების პროცესი და მიღწეული შედეგები განსაკუთრებულად მაღალ დონეზე შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა სტუმრის წიგნში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ტაავი რიივასთან შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებსა და ამ კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალზე. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ვიზიტების დროს ბიზნეს-ფორუმების გამართვის ჩამოყალიბებულ ტრადიციას.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება მეტ ესტონურ ინვესტიციას საქართველოში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას. მან ასევე გააცნო ესტონურ მხარეს გადაწყვეტილება, საქართველოში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ესტონური მხარის ჩართულობა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მიმართ იმ სფეროებში, სადაც ესტონეთს მოწინავე გამოცდილება გააჩნია, კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ელექტრონული სერვისების დანერგვა. დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.