გიორგი კვირიკაშვილი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება
11-02-2016, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

"ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე. მართლაც და საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელში ჩაიტანა გზავნილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება.

 

 

"ამის თაობაზე დეტალური საუბარი შედგა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან.

ერთი რამ შეიძლება ითქვას, ჩვენ დავტოვეთ შეხვედრები იმ განწყობით და შეგრძნებით, რომ საქართველოში რეფორმები, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ნამდვილად არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი