მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ კოლეგასთან, მარინა კალიურანდთან შეხვედრა გამართა
11-02-2016, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელ კოლეგასთან მარინა კალიურანდთან, შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებს და უპრეცედენტოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და კიბურსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა მიმართულებებით.

 

 

"აღინიშნა, რომ მეტი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავების მხრივ და იმავე დღეს ტალინში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმს ქართული და ესტონური ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით პოზიტიური შეფასება მისცეს.

 

 

მინისტრმა ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა ესტონეთთან “განვითარების სფეროში თანამშრომლობის” ფარგლებში წლების მანძილზე არსებულ თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით ესტონეთის დახმარებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ეხმარება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი რეფორმების იმპლემენტაციაში. მან აღნიშნა, რომ ესტონეთის განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია მომავალი წლებისათვის თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტის შემდეგ მიმართულებებთან: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ღია მმართველობა და ჩართულობა, განათლების სისტემის რეფორმა.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას და საქართველოს მოლოდინებს ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა, რომ უვიზო მიმოსვლა არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან დაახლოების საშუალებას მისცემს. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კომპონენტის ჩათვლით ეფექტური იმპლემენტაცია.



მიხეილ ჯანელიძემ თავის ესტონელ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას, რათა შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციზე მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები პრესისთვის და უპასუხეს ადგილობრივი მედიის შეკითხვებს" - ნათქვამია სამინისტროს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი