"ბიძინა ივანიშვილმა კანონის დარღვევით მოინდომა ასწლოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა"
11-02-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დღეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შეუერთდა.

 

 

როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა კანონის დარღვევით მოინდომა ასწლოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა".

 

 


"ერთი მოქალაქე თავისი ახირებისა და ხუშტურის გამო იმორჩილებს მთელ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ერთმა ადამიანმა მოინდომა უზარმაზარი, საუკუნოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა. თან მოინდომა ისე, რომ არანაირ წესს და კანონს არ იცავს. ჩვენ კანონის ფარგლებში შევაჩერებთ ამ უკანონობას და ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, რომ საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილის ეზო, სადაც როგორც უნდა ისე გადარგავს ხეს ერთი ადგილიდან მეორეში", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

გუშინ ხეების გადარგვის საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი და სამი "პარტიზანი მებაღე" პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

 

 

ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი