კახა კალაძე: მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული
11-02-2016, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული" - განცხადება ამის თაობაზე ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა. "რედისონში" საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სავაჭრო ცენტრ - "გალერეა თბილისის" პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციას მართავს.

 

 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანაინვესტირების ფონდს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც ისინი ენერგეტიკის მიმართულებით აკეთებენ.

 

 

მისივე თქმით, სწორედ თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის განმავლობაში გაჩერებული პროექტი განახლდა და დედაქალაქს 2017 წლისთვის "გალერეა თბილისის" სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება.

 

 

"საქართველოს მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ბიზნესის კეთების ჯანსაღი, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო. ჩვენი მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება ჩართული", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას სავაჭრო ცენტრი - "გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი