ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინათ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
"უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ პაკეტის ფარგლებში თბილისში საქართველოს და ნატო-ს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად. ახალი საწვრთნელი ცენტრი ტაქტიკურ დონეზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა მომზადებას მაისში დაიწყებს. ჩვენ შევისწავლით, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ განვიხილავთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სტოლტენბერგმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას.
"მოვუწოდებ რუსეთს, გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.