სუბარი: საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში, ხშირად გვისაუბრია
11-02-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში არაერთხელ გვილაპარაკია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

კითხვაზე, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოშიც არის თუ არა საჭირო, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე მთავრობის შიგნით არაერთხელ უმსჯელიათ.

 

 

"მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც სათანადოდ არ იციან სახელმწიფო ენა, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაციის მიღების საშუალება იმ ყოველდღიურ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება", - დასძინა სოზარ სუბარმა.

 

 

მინისტრი გამოეხმაურა ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს რუსეთის ზეწოლისა და რბილი ძალის გაძლიერების თაობაზე.

 

 

"ამ განცხადებას შესაბამისი მოწოდებაც ახლდა, რომელიც მე ასე გავიგე, რომ რაც მალე გაიღება დასავლეთის კარები საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ზეწოლა ხორციელდება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის და ამას მივესალმები", - განაცხადა სუბარმა.

 


სუბარი მნიშნელოვნად აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

 

 

"ლაპარაკია არა "აღმოსავლეთ პარნიოტობის" სამი ქვეყნისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვის დახმარების გაზრდასა და გაძლიერებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა სუბარმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი