ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ეს წუთია დავასრულეთ ნატო-საქართველოს კომისიის ძალიან კარგი შეხვედრა. საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რითაც კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ნატო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. დღეს ერთად მიღწეული პროგრესი შევაჯამეთ. ჩვენი დახმარების არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვას და მის შესაძლებლობას, იმუშაოს ნატოს ძალების მხარდამხარ. მაისში ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თბილისში პირველ ქართულ ასეულს მოამზადებს - ეს კარგი ამბავია. კვლავ ვეძებთ ახალ პრაქტიკულ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად. საქართველო ერთგულად მიჰყვება ამბიციური რეფორმების გზას"- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.