მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მონტერეის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზოგიერთმა მსჯავრდებულმა საპატიმროდან გაქცევა მოახერხა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხის შენობიდან ძლიერი კვამლი ამოდის. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში აფეთქებების ხმა ისმის.
ზოგიერთი მონაცემებით, დაღუპულია 50 ადამიანი, მათ შორის, არიან როგორც პატიმრები, ისე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. სხვა მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 30-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.