დავით უსუფაშვილი როლანდ ახალაიას: არავის არ ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას
16-04-2014, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბატონო როლანდ, დედამიწის ზურგზე არავის, არასდროს არ ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას. მე მეტი კომენტარი არ მექნება არაფერზე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატ როლანდ ახალაიას განცხადებას და მის კრიტიკას. ახალაიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ უსუფაშვილი ერთნაირად უნდა ზრუნავდეს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ავტორიტეტზე და მის საქმიანობაზე.

 

 

"ძალიან გამაკვირვა თქვენმა სწრაფმა რეაქციამ, რაც ჩემთან დაკავშირებით კანონის შესწორებას მოჰყვა. მე ჩემი ცხოვრება ისე მივლია, რომ იმუნიტეტი არასდროს დამჭირვებია. ჩემი იმუნიტეტი ჩემი სიმართლეა, მაგრამ მინდა ფაქტთან დაკავშირებით გაოცება გამოვხატო. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი მიდგომის მიზეზი თქვენი პირადი დამოკიდებულება იყო. გულახდილად გეტყვით, არ ვიცოდი და ახლა შემთხვევით გავიგე თქვენი ნათესაური კავშირის შესახებ ცოტნე ბაკურიასთან და მგონია, რომ ეს არაფერ შუაში არ არის. მე უფრო მგონია, რომ თქვენ ამ საკითხს მხარი პოლიტიკური მორჩილების გამო აუბით", – განაცხადა როლანდ ახალაიამ დავით უსუფაშვილის მისამართით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი