BBС: მექსიკის ციხეში მომხდარ არეულობას 49 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა
12-02-2016, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მექსიკაში ქალაქ მონტრეისთან ახლოს მდებარე ციხეში მომხდარ დაპირისპირებას 49 პატიმარი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის დაიწყო. მათ ბასრი იარაღი, ხელკეტები და ჯოხები გამოიყენეს. გარდა ამისა, საპყრობილის ბარგის შემნახველ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

 

 

მომხდარის შემდეგ ციხის გალავანთან პატიმრების ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

 


სამართალდამცავი უწყების ცნობით, ამ დროისთვის ციხეში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.



ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დაღუპულთაგან 40 პატიმრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების დაწყების მიზეზი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი