საპატრიარქოში, ილია მეორის ხელმძღვანელობით, წმინდა სინოდის სხდომა იმართება
12-02-2016, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. წმინდა სინოდის სხდომაზე დასასწრებად მღვდელთმთავრები საპატრიარქოში უკვე შევიდნენ.

 

 

როგორც მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი და წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოება გაეცნობა.

 


მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. აღნიშნული კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში, შამბეზში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ წმინდა და დიდ კრებაში გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი