კახა კალაძე: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა
12-02-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა.  კალაძე "ქორთიარდ მარიოტში" ბიოგრაფიული ენციკლოპედიის "საქართველოს ენერგეტიკოსების" მეორე გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.

 

 

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება წარმოუდგენელია, თუ ის ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული და თუ ჩვენ ენერგეტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვიქნებით. ამ მიმართულებით ენერგეტიკის სექტორში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 

 

ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ და საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, როგორც დღეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ზამთრის პერიოდში, როცა ყველაზე მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მისი მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანა გვიწევს. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ წინსვლას და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე, რადგან მეტი ტარიფის გადახდა გვიწევს.

 

 

ასევე გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ექსპორტიორი ქვეყანა. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა მოვახერხოთ თურქეთში, თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

 

კალაძის თქმით, ბიოგრაფიულ ენციკლოპედიაში მოხსენიებული თითოეული ენერგეტიკოსი არის საქართველოს მშენებელი.

 

 

"დარგის პატრიოტი ენერგეტიკოსები შეძლებენ დაიცვან სექტორი ყველანაირი მავნე და შემაფერხებელი ზემოქმედებისგან და მკაცრად დაიცვან განვითარების პროგრესის ხელშეუხებლობა", - განაცხადა კალაძემ.

 

 

მან პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკოსთა შორის ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელთაგანაც რჩევებს იღებს.

 

 

"ვიდრე მე ვარ ამ დარგის ხელმძღვანელი, მაქსიმალურად შევეცდები, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ცოდნა გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მეამაყება ის, რომ თქვენი სახით ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ვიღებ რჩევებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას, რომლითაც მომავალი თაობა იამაყებს", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი