ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას მიესალმება.
"რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. გარკვეული ცვლილებები, სიახლეები გვექნება 2016 წლის არჩევნებზე. ასევე ვმუშაობთ, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა საერთოდ შეიცვალოს. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. მე აბსოლუტურად მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ აქვს ვინმეს სურვილი - იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები დავსხდეთ და ერთობლივად შევიმუშაოთ სწორი საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება ევროპული დონის და ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა იმისთვის, რომ მუშაობა დავიწყოთ", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.