ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები რუსეთის მიერ კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა იქნეს მიჩნეული, - განცხადება ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "როიტერსთან" ინტერვიუში გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ გადადონ.
"ვიმედოვნებ, რომ ათ წელიწადში შესაძლებელი გახდება ვნახო საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტებთან შესადარი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა "როიტერსთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველომ შესაძლოა 2016 წელს ევროპული ფასიანი ქაღალდები (ე.წ ევრობონდები) გამოუშვას.
"მე არ შემიძლია წინასწარ განსაზღვრა დაგვჭირდება თუ არა ევრობონდების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას ევრობონდების საშუალებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, შესაძლოა წლის ბოლოსთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დაგეგმილია საგადასახადო რეფორმები, რომელიც მოგების გადასახადის გაუქმებას, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას და ეკონომიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
"წელს ჩვენ დავგეგმეთ სამპროცენტიანი ზრდა და ვფიქრობ ეს მიღწევადია", - განაცხადა პრემიერმა "როიტერსთან" ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.