ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო განმნაღმველი ჯგუფის გემების ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მერია ავრცელებს.
"შეხვედრაზე მერმა სტუმრებს ბათუმის განვითარების ისტორია და ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბრისას ხაზი გაესვა ნატო-სთან პარტნიორობისა და მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობას.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს" - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.