საქართველოს ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება.
"ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს შეასრულებს 2016 წლის ბოლომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევთანხმდით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის დარგში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ამან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი, სადაც უნდა იმოძრაოს ტვირთებმა როგორც აზიიდან, ისე აღმოსავლეთიდან და ევროპიდან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.