მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 52-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ჟან ივ ლე დრიანი გამოვლენ.
დაგეგმილია ავღანეთის პრეზიდენტის, ერაყის პრემიერისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლაც.
დღევანდელ სესიებზე დისკუსიები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ევროკავშირის მიგრაციის კრიზისის შესახებ გაიმართება.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვლენ რუსეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები - დიმიტრი მედვედევი და მანუელ ვალსი. ასევე გაიმართება დისკუსიები უკრაინის, ლიტვის, ფინეთის და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის. რუსეთის, აშშ-ის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კი შეხვედრა შედგება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ხვალვე ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს. დისკუსიას ამერიკელი მილიარდერი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსიც დაესწრება.
კონფერენციას, ესწრება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის ლიდერები.
კონფერენციას ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდაც დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.