სოფელ აძვში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ დაკავებული TV3--ის გადამღები ჯგუფი წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ბელა ზაქაიძე, ვახო ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადმოსცეს, სადაც მათ ქართული მხარისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ახლობლები დახვდნენ.
მანამდე დაკავებულები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.
TV3--ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული, როდესაც ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით კი დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.