ის რომ საბჭომ ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით დამალა დანაშაული, აბსურდია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
"არავინ არაფერს არ მალავს. ჩვენ ამ მასალებს გადავუგზავნით პროკურატურას და თავად პროკურატურა რას გამოკვეთს ამას დაველოდოთ. დანაშაულის შეუტყობინებლობა აბსურდია, რადგან დანაშაული არის თუ არ არის, ჯერ ესეც გამოსაკვეთია. მოვუწოდებ ყველას, დისტანციურად ლაპარაკს გავანებოთ თავი. თუ პრეტენზიები და პრობლემებია, დავჯდეთ, ვისაუბროთ და დავილაპარაკოთ. დისტანციურად რაღაც გადმოგვიგდონ და მერე ჩვენ ვუპასუხოთ, ეს რეჟიმი ვერ გაგრძელდება", - განაცხადა მურუსიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა დღეს განცხადება გაავრცელა. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით, დანაშაული დამალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.