სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, დეკემბერში თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის მკვიდრი, 30 წლის ბესლან მ. დაიღუპა. ის ავიაიერიშებს ემსხვერპლა. ბესლან მ-ს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დღემდე არ გავრცელებულა.
როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ბესლან მ. საქართველოდან სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა და დაჯგუფება "ჯაბჰათ ალ ნუსრას" წევრი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.