საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩის, აბას თალები-ფარის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო იღებს ვიზების შემოღებაზე ან გაუქმებაზე გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება.
"როდესაც ჯერ კიდევ 2010 წელს სავიზო რეჟიმი გაუქმდა, უფრო გაიზარდა ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა და ამან შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდას. ყველაზე დიდი ციფრი იყო 100 000-მდე ტურისტი ირანიდან. როდესაც უკვე 2013 წელს საქართველომ ცალმხრივად დროებით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა, ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა და შემცირდა ტურისტების რიცხვიც. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდეთ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას და ახლაც ძალიან პატივისცემით ვეკიდებით და ძალიან გვიხარია საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც საქართველოს მხრიდან ცალმხრივად შეჩერდა უვიზო რეჟიმი, ირანმა გააგრძელა შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ჩადიოდნენ ირანში", - განაცხადა ირანის ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.