გიორგი კვირიკაშვილი: ირანი მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკაშიც
12-02-2016, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

 

"ირანთან ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები, ორი დღის წინ პრეზიდენტ რუჰანისთან ჩემი სატელეფონი საუბრის ჩათვლით, რომლის დროსაც ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები. ირანთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიცია, პირველ რიგში, კულტურული ურთიერთობები და ტურიზმი, რომლებიც დასაწყისისთვის შეიძლება გახდეს თანამშრომლობის შესანიშნავი მიმართულებები. ამისთვის ჩვენ განვაახლებთ უვიზო რეჟიმს ირანთან. შედეგად, გაიზრდება ირანელი სტუმრების რიცხვი, ბიზნესმენების ჩათვლით, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ბიზნესშესაძლებლობების მოსასინჯად. ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე კი მას აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზოს ირანსა და ევროპას თანამშრომლობის პერსპექტივა", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი